უგულავა – “გახარიაა მთავარი ეჭვმიტანილი გავრილოვის ღამეში”

უგულავა - "გახარიაა მთავარი ეჭვმიტანილი გავრილოვის ღამეში"“თუ ვინმემ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ეს მოაწყო ივანიშვილმა, როდესაც მისი უტვინობით, უტიფრობით, ქარაფშუტობით მთელმა სახელმწიფო სისტემამ დაუშვა გავრილოვის ჩამოსვლა. გარშოკივით დაგვადეს. ამან გამოიწვია ხალხის აღშფოთება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეში მთავარი ის არის, თუ ვინ აპატიმრებს.

“შს მინისტრი არის გახარია-მთავარი ეჭვმიტანილი გავრილოვის ღამეში. ადამიანმა, რომელმაც დათვის ტყვიები გამოიყენა და მიკიბვ-მოკიბვის შემდეგ ეთერში თქვა, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დათვის ტყვიით დაეთხარათ თვალი ახალგაზრდებისთვის. ორი დღის წინ ვიხილეთ შემთხვევით გადაღებული ეპიზოდი, სადაც მაღალი ალბათობით, სწორედ მაკო გომურს ესროლეს სახეში. ამ უწყების ხელმძღვანელი გახარია დღეს აპატიმრებს პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს”-განაცხადა გიგი უგულავამ.

მანვე საზოგადოების საყურადღებოდ განაცხადა, რომ მისთვისაც იურიდიულად გაუგებარი იყო, როცა დაკითხვაზე ყოფნისას მოსამართლემ ჩაიკითხა, რა მუხლზე იყო მიდიოდა საქმე.

“იქ იყო 225-ე მუხლი, რომელიც მელიას წაუყენეს და ახლა ოქრუაშვილს წაუყენეს. ბუნებრივად ვიკითხე, სად გაქრა 315-ე მუხლი, რომელიც ჩვენ პროკურატურის ბრიფინგიდან მოვისმინეთ და იქ პროკურორმა მიკიბვ-მოკიბვით, რაღაცა ბოდიალით ვერ აუხსნა ვერც მოსამართლეს და ვერც მე, რომ ეს სხვა საქმეა. არანაირი სახელმწიფო გადატრიალების საქმე სინამდვილეში არ არსებობს. ეს არის მოგონილი ზღაპარი ხალხისთვის, რათა ხალხს ელაპარაკოს კოლექტიური ვოლსკის დაბერილი ლოყებით, რომ ჩვენ საფრთხე ავიცილეთ და გახარიამ გადაგვარჩინა, თორემ რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა. თურმე მესამე მცდელობა ყოფილა.

ზვიად ძიძიგურიც კი გამოვიდა და ვარდების რევოლუციაზე საუბრობს, როგორც სახელმწიფო გადატრიალებაზე. ცინიზმის ბოლო მწვერვალია. ეს საქმე მთლიანად ჰაერში ჰკიდია, რომლის ძიებაც კი არ მიდის. უბრალო ადამიანია დაჭერილი, სახელი არ მახსოვს, ხანში შესული ადამიანია, რომელმაც სასამართლოზე თქვა, რომ მეუბნებოდნენ პოლიტიკურ ლიდერებს დაადე ხელი და გაგიშვებთო. არ დაადო ხელი და ეს ადამიანი ზის ციხეში. პოლიტიკოსებს გვეშველება, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც შეხებაში არ ყოფილან… თუ ვინმემ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ეს მოაწყო ივანიშვილმა, როდესაც თავისი უტვინობით, უტიფრობით, ქარაფშუტობით მთელმა სახელმწიფო სისტემამ დაუშვა გავრილოვის ჩამოსვლა. გარშოკივით დაგვადეს. ამან გამოიწვია ხალხის აღშფოთება” -განაცხადა გიგი უგულავამ.

აიპრესი