ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა ააფეთქეს – 3 ადამიანი დაიჭრა

ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა ააფეთქეს - 3 ადამიანი დაიჭრავარკეთილის სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი, 18 წლის კაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

“პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები. დაზიანებული იყო მხოლოდ რბილი ქსოვილები. ჩვენს კლინიკაში პაციენტს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება; კონკრეტულად, დამუშავდა ჭრილობები, გაეწია ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციები, გამოკვლევები ჩატარდა და გადაყვანილია შემდგომი მკურნალობისთვის სტაციონარულ განყოფილებაში.

ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული ლითონის ნაწილაკებით”, – განაცხადა ექიმმა მანანა ლობჟანიძემ.

როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.