ვერშბოუ – “მე არ ვარ არჩეული შეერთებული შტატების ელჩად“

ვერშბოუ - "მე არ ვარ არჩეული შეერთებული შტატების ელჩად“ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში აშშ-ს ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. გავრცელებულ ინფორმაციას ვერშბოუ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მხარს ვუჭერ მის მისწრაფებებს ნატო-ში, მაგრამ მე არ ვარ არჩეული შეერთებული შტატების ელჩად“, – წერს ვერშბოუ ქართველი ჟურნალისტის, კახა დგებუაძის შეკითხვაზე საპასუხოდ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ალექსანდერ ვერშბოუს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.