“ვიცი, ვინ გააყალბა საქმე, თუ გონს არ მოეგებიან, ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი” – იულია სუსლიაკი

"ვიცი, ვინ გააყალბა საქმე, თუ გონს არ მოეგებიან, ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი" - იულია სუსლიაკიტრეფიკინგის საქმეში ბრალდებული იულია სუსლიაკი თავისუფალია.

სუსლიაკის თქმით, საქმით კონკრეტული პირები იყვნენ დაინტერესებული და თუ გონს არ მოეგებიან მათ სახელებს და გვარებს დაასახელებს, რადგან პირადი სარგებლის მიზნით საქმე გააყალბეს.

„ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ყველაზე დიდი პრეტენზია გამომძიებელთან მაქვს. მე ბევრჯერ წავედი დათმობაზე ქართულ მხარესთან, ერთადერთი მიზნით, რომ სახლში ბავშვებთან გავეშვი. მთხოვდნენ ბრალის აღიარებას იმ ფონზე, რომ მე არ ვიცნობ ქართულ კანონმდებლობას, მიბიძგებდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, თან მიხსნიდნენ, რომ ამაში საშიში არაფერია. საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ უნდოდათ ჩემი ჩიხში შეყვანა” – აღნიშნა სუსლიაკმა.