ვოლსკიმ ოქრუაშვილს დასცინა – “ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა”

ვოლსკიმ ოქრუაშვილს დასცინა - "ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა"ოქრუაშვილს, მე მგონი, ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა თავის ჩვენებების მიხედვით, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობა აქ მიღებული, მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსებაში. ერთი კითხვა არ გაგჩენიათ საიდან ატრიალებდა ათეულობით მილიონებს, საიდან ცხოვრობს კომფორტში და მოგზაურობს ეს ადამიანი საერთაშორისო ავიახაზებით,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ვოლკის თქმით, ოქრუაშვილის განცხადებებით გამოძიება უფრო ინტენსიურად უნდა დაინტერესდეს.

„ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცრუ ჩვენება მისცა იმისთვის, რომ ქალაქის მერი გამხდარიყო, განაცხადა, რომ ათეულობით მილიონ დოლარს ფლობდა მაშინ, როცა სახელმწიფო მოხელე იყო და ქიბარ ხალვაშს მისცა ფული, რათა “რუსთავი2” ეყიდა და თვითონ იყო კულისებს მიღმა. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, – აცხადებს ვოლსკი.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობა, როცა გამოძიება ცრუ ჩვენებების საფუძველზე მიმდინარეობს, ვოლსკი ასე პასუხობს: „იმას კი არ ამბობთ, რომ ცრუ ჩვენებით გარიგებაში შესვლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეგ კი არ გაინტერესებთ, გაინტერესებთ ის, რომ როგორ მოახდინა ხელისუფლებამ ასეთი გარიგება, მაშინ, როდესაც არც იცით, ადგილი ჰქონდა თუ არა ამ გარიგებას და უცნაურად არ გეჩვენებათ ის, რასაც ცრუპენტელა ოქრუაშვილი საუბრობს”, -აცხადებს ვოლსკი.

იპნ