ჟოზე მოურინიოს იტალიაში სურს მუშაობა

ჟოზე მოურინიოს იტალიაში სურს მუშაობაჟოზე მოურინიო კვლავინდებურად გუნდის გარეშეა, თუმცა ის ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს და მალე სურს ახალ გუნდში მუშაობის დაწყება. მოურინიოს თქმით ის მხოლოდ ძლიერ გუნდს ჩაიბარებს და საშუალო დონეზე მუშაობა არ სურს:

”უკვე ბევრ გუნდს ვუთხარი უარი, რადგან მათი დონე არ მაკმაყოფილებს. ჩემი მომავალი მხოლოდ ფეხბურთთან არის დაკავშირებული და მინდა რომ მუშაობა მალე დავიწყო. ვფიქრობ იტალიის ჩემპიონატი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება”.