ზიდანი: ”რეალი ოპტიმალურ ფორმას დაიბრუნებს”

ზიდანი: ”რეალი ოპტიმალურ ფორმას დაიბრუნებს”ზინედინ ზიდანმა რეალზე ისაუბრა და თქვა, რომ ამხანაგურ მატჩებში ცუდი შედეგი არაფერს ნიშნავს და რეალი მალე შევა ოპტიმალურ ფორმაში. ზიდანმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სეზონის მანძილზე რეალს ეს პრობლემა არ შეაწუხებს:

”იმედი მაქვს ტრავმები ზაფხულში დასრულდება და შემდეგ აღარ შეგვაწუხებს. ვიცი რომ რეალი ცუდად თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელები ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არიან და როდესაც ისინი აღიდგენენ კონდიციებს, თქვენ სულ სხვა რეალს იხილავთ”.