ზუგდიდში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

ზუგდიდში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახაზუგდიდის ცენტრში 15 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, „გოგონა შუქნიშანზე, წითელზე გადადიოდა, როდესაც, მას ოპელის მარკის ავტომანქანა დაეჯახა“.

როგორც თვითმხილველებმა „ლაივპრესს“ განუცხადეს, მოზარდს სხეულის დაზიანება არ მიუღია, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე მაინც გამოიძახეს. ზუგდიდის საავადმყოფოში კი სააგენტოს უთხრეს, რომ ბავშვი მათთან არ შეუყვანიათ.