ზვიად კუპრავას საქმე – განაჩენის გამოცხადება გადაიდო 

ზვიად კუპრავას საქმე - განაჩენის გამოცხადება გადაიდო ზვიად კუპრავას საქმე – განაჩენის გამოცხადება გადაიდო. საქმე ეხება სასადილოში მომხდარი ინციდენტის ეპიზოდს. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს მოსამართლის შეურაცხყოფა ედება ბრალად. კუპრავა წინასწარ პატიმრობაში უკვე 6 თვეა იმყოფება.

დღეს ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, თუმცა გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თანამებრძოლს მოუწევს ამ ერთი წლის მანძილზე ალბათ იტანჯოს, მიიღოს საკუთარ თავზე ის უსამართლობა და უკანონობა, რაც დღეს ქვეყანაშია, მაგრამ ეს აუცილებლად დასრულდება საბოლოო გამარჯვებით. ის უკვე პატიმრობაშია ამდენი ხანია და ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს აქვს წინასწარ დავალებული გადაწყვეტილება, რომ პატიმრობის მუხლი შეუფარდოს“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.