ალექსის სანჩესი კარიერას ინტერში გააგრძელებს

 

ალექსის სანჩესი კარიერას ინტერში გააგრძელებსმანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი ალექსის სანჩესი ერთწლიანი იჯარით ინტერს შეუერთდება და კარიერას ამ გუნდში გააგრძელებს. ინტერს სეზონის ბოლოს სანჩესის გამოსყიდვის უფლება ექნება, თუ მილანელები ამას მოისურვებენ. სანჩესის ხელფასის ნახევარს მანჩესტერ იუნაიტედი გადაიხდის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სანჩესი ამ დღეებში ჩავა მილანში და ინტერთან ხელშეკრულებას გააფორმებს. ამრიგად ინტერმა რომელუ ლუკაკუს შემდეგ კიდევ ერთი ფორვარდი შეიძინა და მილანელები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ.