აშშ-ში საფეხბურთო მატჩის დროს 10 მოზარდი დაიჭრა

აშშ-ში საფეხბურთო მატჩის დროს 10 მოზარდი დაიჭრააშშ-ში სროლის დროს 10 მოზარდი დაიჭრა. „სიენენის“ ინფორმაციით, სროლა ალაბამას შტატში, სკოლაში საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალაქ მობილშიმომხდარი სროლის დროს დაჭრილებიდან ხუთი მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მათი ასაკი 15-დან 18 წლამდე მერყეობს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავმა უწყებამ ორი პირი დააკავა. ჯერ უცნობია, რა მოტივით მოხდა სკოლის სტადიონზე სროლა.
მსგავსი თემები