ავარია გომთან – დაიღუპა შუახნის ქალი

ავარია გომთან - დაიღუპა შუახნის ქალიხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც შუახნის ქალი დაიღუპა, 3 ადამიანი კი – მანქანის მძღოლი და 2 მოზარდი – დაშავდნენ.

როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახამრების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.