ავსტრიის ელჩი – “რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთია ის, ვინც საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას ახდენს”

ავსტრიის ელჩი - "რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთია ის, ვინც საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას ახდენს"2008 წლის აგვისტოს ომი – მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო იმყოფებოდა.

მისი თქმით, ომი რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო და რუსეთია ის, ვინც საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას ახდენს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი და ავსტრია ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება, ვინ დაიწყო ომი? – ვფიქრობ ძალიან ნათელია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა ერთად იბრძოდეს ერთი საკითხისთვის. ეს არის ევროინტეგრაცია, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თავისუფალი მედია, ვინმეს დადანაშაულებას არაფერი მოაქვს. რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთია ის, ვინც ოკუპაციას ახდენს საქართველოს ორი რეგიონის. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ეცადონ, მოძებნონ დიპლომატიური გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში რეინტეგრაციის შესაძლებლობას” – აღნიშნა ავსტრიის ელჩმა.

ნიუპოსტი