ბარსელონამ პსჟ-ს ოფიციალურად მიმართა და ნეიმარის სანაცვლოდ ბარსელონა მზად არის 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, ასევე პსჟ-ს ივან რაკიტიჩი და ფელიპე კოუტინიო დაუთმოს. ბარსელონას დელეგაცია პარიზში იმყოფება, სადაც უახლოეს დღეებში ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ.
ჯერჯერობით უცნობია პსჟ დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პარიზელებს არ სურთ ნეიმარის თავის გუნდში დატოვება. პსჟ-ს გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს, სადაც ნეიმარის წასვლა მოითხოვეს.