ბარსელონას და პსჟ-ს მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

ბარსელონას და პსჟ-ს მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდაბარსელონას წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან და ნეიმარის თაობაზე პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უახლოეს ორ დღეში ყველაფერი გადაწყდება და ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნდება.

ბარსელონა პსჟ-ს 100 მილიონს გადაუხდის და ამას დაემატება უსმან დემბელე და ნელსონ სემედო. მოლაპარაკებებში პსჟ-ს პრეზიდენტიც ჩაერთო და ის ბარსელონას წარმომადგენლებს შეხვდება. ჯერჯერობით თვითონ ნეიმარს ტრანსფერზე კომენტარი არ გაუკეთებია.