ბარსელონაში ჩხუბის დროს 30 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

ბარსელონაში ჩხუბის დროს 30 წლის ქართველი მამაკაცი მოკლესბარსელონას პროვინციაში შემავალი ქალაქის, სან ადრიან დელ ბესოსის რაიონში – ლა მინაში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა კვირა საღამოს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 30 წლის მამაკაცი მძიმე დაზიანებებით მარის ჰოსპიტალში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ჩხუბი 4 ადამიანს შორის მოხდა, რომლებიც ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს თვითმხილველმა აცნობა. ადგილზე მისულ პოლიციასმ მძიმედ დაჭრილი მამაკაცის და კიდევ ორი პირი დახვდა, რომლებსაც ასევე დაზიანებები აღენიშნებოდათ. საავადმყოფოში სამივე მათგანი გადაიყვანეს, თუმცა 30 წლის მამაკაცი მიღებული დაზიანებების გამო დაიღუპა.

პოლიციამ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.