ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობა მოგებით დაიწყო

ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობა მოგებით დაიწყო26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) ნამდვილ მარათონში 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 მოუგო.

მატჩი 3:40 საათი გაგრძელდა.

აქამდე ბასილაშვილი 27 წლის მადიარს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბია (394), რომელმაც კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ ჩეხ ტომაშ ბერდიხს (101) 6:1, 2:6, 6:4, 6:4 მოუგო.

ბასილაშვილისა და ბრუკსბის მატჩი 28 აგვისტოს გაიმართება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 28 619 350 აშშ დოლარია.

სპორტალი