ბათუმის კლუბში მყოფი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა, 2-მა გოგონამ გონება დაკარგა

ბათუმის კლუბში მყოფი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა, 2-მა გოგონამ გონება დაკარგა19 აგვისტოს მედცენტრში ბათუმის ერთ-ერთ კლუბიდან კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ბიჭი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

კლინიკაში ახალგაზრდა ბიჭთან ერთად, ორი გოგოც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. მედცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ბინაზე გაწერეს.

“TV 25”-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, ისინი გვიან ღამით, შეუძლოდ გახდნენ.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.