ჩაქვთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაშავდა

ჩაქვთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაშავდაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ექიმების პირველადი ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თვითმხილველებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც, ამ დროისთვის გვირაბთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.