“ჩვენს გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან”- ვისთან თანამშრომლობას აპირებს მამუკა ხაზარაძე

"ჩვენს გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან"- ვისთან თანამშრომლობას აპირებს მამუკა ხაზარაძემამუკა ხაზარაძის თქმით, მისი ახალი მოძრაობის დაფუძნების თარიღი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ახალ გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან, თუმცა ის ელოდება ყველა პროფესიონალ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული:

„ყველასთან ვსაუბრობთ, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც დიალოგი მიგვაჩნია ძალიან ნორმალურ და კორექტულ გზად, მითუმეტეს პოლიტიკაში, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ გუნდს, მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გიდასტურებთ, ამ ჩვენს გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან. ცნობილი სახეები, ვერც მარჯვნიდან, ვერც მარცხნიდან, ვერც უკნიდან და ვერც წინიდან. იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის აღმშენებლობაში სხვადასხვა დროს , მეორე, მესამე, მეოთხე პოზიციაზე, ვინც არის ტექნოკრატი, ამა თუ იმ სამინისტროში ნამუშევარი, ვინც ქვეყნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც არის პროფესიონალი, იმას ყველას ველოდებით.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.