დანი ალვეში სან პაულოს ფეხბურთელი გახდა

დანი ალვეში სან პაულოს ფეხბურთელი გახდადანი ალვეში სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას სან პაულუში გააგრძელებს. დანიმ თავის ახალ გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სავარაუდოდ ის კარიერას სწორედ ამ გუნდში დაასრულებს. ალვეშის თქმით მას ყოველთვის სურდა სან პაულოში თამაში და მან თავისი ოცნება აისრულა:

”ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი რომ ისინი ჩემს პრეზენტაციაზე მოვიდნენ. მე მათ კარგი თამაშით გადავუხდი სამაგიეროს. ყველანი ძალიამ მიყვარხართ”. დანი ალვეშის პრეზენტაციას 45 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.