დავით კვირცხალია ჩცდ-ს გუნდს – “გთხოვთ, არ დაიშალოთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ…”

დავით კვირცხალია ჩცდ-ს გუნდს - "გთხოვთ, არ დაიშალოთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ..."სერიალ  ჩემი ცოლის დაქალების მეთხუთმეტე სეზონი დასრულდა. ახალ სეზონს ახალ არხზე ვიხილავთ. როგორც ცნობილი გახდა, ჩცდ-ს, ფროდაქშენი ფორმულა კრეატივი, დავით კეზერაშვილის გახსნილ არხზე გაუშვებს.

მსახიობი დავით კვირცხალია – გრიშა კაკაჩია მაყურებელს სეზონის დასრულებაზე და შემოქმედებითი ჯგუფის წარმატებაზე საკუთარი ფეისბუქგვერდიდან უწერს.

დავით კვირცხალია: – დამთავრდა კიდევ ერთი სეზონი ჩემი ცოლის დაქალებისა და დამთავრდა ისევ და ისევ წარმატებით, მე ასაკი უფლებას მაძლევს ჩემებური შეფასება მივცე იმას თუ რაა მიზეზი ასეთი წარმატებისა და საიდან ამდენი გამარჯვება…

არ მინდა ვინმეს, ერთს ან ორს მივაწერო, ამდენ წლიანი წარმატებები (თუმცა დრამატურგი და რეჟისორები ამას რა თქმა უნდა იმსახურებენ) მე როგორც მსახიობი ვიტყვი, რომ თუ არა მსახიობთა ის შესანიშნავი შემადგენლობა, ასეთი წარმატება გამორიცხული იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ეს არ არის მთავარი….

მთავარია მთელი გუნდი, როგორც ტექნიკური ასევე შემოქმედებითი უნიჭიერესი ხალხით იყო დაკომპლექტებული. წლები ვაკვირდები მათ და ვიტყვი, რომ ვერ დავინახე მათ შორის ვინ პირველი იყო და ვინ მეორე… ვგულისხმობ, რომ არ იყო მათ შორის არც თვითდაჯერებული, ათასი ტიტულით და ჯილდოებით დახუნძლული სცენარისტი, რეჟისორი და მხატვარი რომლებიც ახლა ჩ.ც.დ-საც მორჩებოდნენ და იქნებ რაიმე სახელმწიფო ჯილდოსთვისაც კი გამოეკრათ ხელი… არა არ იყო ასე, ეს ახაგაზრდა გოგო ბიჭები არაადამიანურ შრომას ასრულებდნენ. წლებია, რაც ღამეებს ათენებდნენ, რათა ყოველ პარასკევსთვის სამი სერია ჰქონოდათ მზად… მათთან გატარებული ყოველი დღე იყო ნამდვილი შემოქმედებითი ზეიმი. მგონია, სწორედ ესაა დამსახურებული წარმატების მიზეზი… გთხოვთ, არ დაიშალოთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ… დიდი მადლობა, რომ ეს წლები მეც თქვენთან ერთად გავატარე…

პრაიმ ტაიმი