დავით რაზმაძის სიკვდილი დახრჩობამ გამოიწვია, დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე – რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში

დავით რაზმაძის სიკვდილი დახრჩობამ გამოიწვია, დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაშილიბიაში დაღუპული მეზღვაური – „კურიერმა“ მოიპოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს ჩაუტარდა.

23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი ზღვაში, ხელებშეკრული ჯერ კიდევ იანვარში იპოვეს. მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ლიბიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ საეჭვოდ ვერ დაადგინა.

ქართულ მხარეს კი ცხედარი მხოლოდ რამდენიმე თვიანი დაგვიანების გადასცეს, რის გამოც სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„სხეულის ხრწნის გამო სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სიკვდილის დროისა და იმის განსაზღვრა, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას. ამის გამო სიკვდილის მიზეზი განისაზღვრა დახრჩობით გამოწვეულად. დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე, რომლებიც მიღებულია მაგარი საგნით.

ასევე აღენიშნება ჭრილობა წარბიდან ზემოთ, დაახლოებით, 4სმ-ში. ხოლო მაჯებზე დაზიანებები მიყენებულია ხელების თოკით შეკვრისგან, სადაც ერთ მაჯაზე თოკი კარგად იყო მოჭერილი, მეორეზე – ცოტათი მოშვებული, რაც არ გამორიცხავს, რომ ქმედების განმახორციელებელმა, ყველაფერი განზრახ ჩაიდინა. სხეულის დეკომპოზიციის გამო ვერ მოხერხდა ვერც იმის დადასტურება, მოხდა თუ არა მსხვერპლის გაუპატიურება სიკვდილამდე“, – აღნიშნულია დასკვნაში.

„ჩემი შვილი არის მოკლული, მე ამაში ვარ დარწმუნებული და როგორც დედა ვგრძნობ ამ ყველაფერს,“ – ეს განცხადება დავით რაზმაძის დედამ, ნინო რაზმაძემ გააკეთა.

ოჯახი  საქმეში არსებულ არაერთ საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს.

„ბავშვი იყო 7 თვის კონტრაქტით წასული და 2 თვეც არ გაჩერდა, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, რატომ უნდოდა ისევ ისე უკან წამოსვლა ამ ბავშვს, ან რა პირობები შეექმნა ამ ბავშვს ისეთი, რომ წამოსვლა უნდოდა. ამანაც ჩემზე ძალიან გავლენა მოახდინა, მე ველოდებოდი ბავშვს, რომ 15 დღეში გამოვა, მაგრამ 15 დღეში მე ჩავედი საქართველოში“, – განაცხადა ნინო რაზმაძემ.

მეზღვაურის დედა ამბობს, რომ ცხედარი განზრახ გადმოგზავნეს დაგვიანებით.

„არის გაფუჭებამდე მისული გვამი იმის გამო, რომ ზუსტად ისე დამტკიცებულიყო, როგორც თვითონ უნდოდათ. ბავშვი  გააჩერეს მთელი 2 თვე ლიბიაში და შემდეგ გადმოგვიგზავნეს უკვე ფუჭებად მდგომარეობაში. სად იყო მთელი 2 კვირის მანძილზე ბავშვი, არ არსებობს ჩემი შვილი 2 კვირა წყალში, არ გამსკდარი, ან თევზებისგან ნაჭამი. ეს ბავშვი არის შემდეგ გადაგდებული ან უკვე ძებნა რომ გამოცხადდა“, – განაცხადა ნინო რაზმაძემ.

დავით რაზმაძე მოკლულია? – რას წერდა ის დედას დაკარგვის წინა დღეს