“დედამთილი მის მშობლებს ვალს არ უბრუნებდა” – რატომ მოპარა ნინო ჭითანავამ დედამთილს ფული

"დედამთილი მის მშობლებს ვალს არ უბრუნებდა" - რატომ მოპარა ნინო ჭითანავამ დედამთილს ფულირძალის საქციელს, რომელსაც დედამთილი ფულის მოპარვაში ადანაშაულებდა, ოჯახის ახლობლები ხსნიან.

როგორც ისინი ამბობენ, ნინოს დედამთილს მისი მშობლების ვალი ჰქონდა და ისინი ამ ვალის უკან დაბრუნებას არ აპირებდნენ.

„ნინოს მამას სიმსივნე ჰქონდა. ის თავის კუთვნილ თანხას ითხოვდა, სესხად რომ მისცეს. დედამთილი არ აძლევდა. ნინო თავის მოკვლითაც იმუქრებოდა. აიძულეს ფულის აღება. სირცხვილი მათ, ამ გოგოს ასე გამწარებისთვის”, – ამბობს ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ  26 წლის ნინო ჭითანავას სასამართლომ 15 აგვისტოს 3-წლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ამავე დღეს მას მამა გარდაეცვალა.

პრაიმ ტაიმი