დემბელე ტრავმის გამო ერთი თვე არ ითამაშებს

დემბელე ტრავმის გამო ერთი თვე არ ითამაშებსბარსელონას ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე ტრავმის გამო მინიმუმ 4 კვირას გამოტოვებს და შესაძლოა მას უფრო მეტი დროც დაჭირდეს. დემბელემ ტრავმა ატლეტიკთან თამაშის დროს მიიღო, თუმცა შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა.

ის თამაში ბარსელონამ 0:1 წააგო. დემბელეს გარდა მცირე ტრავმა აქვს ლუის სუარესს, თუმცა ურუგვაელი მოედანს უფრო მალე დაუბრუნდება. რაც შეეხება მესის, ის სავარაუდოდ ბეტისთან სათამაშოდ მზად იქნებს. ეს მატჩი 25 აგვისტოს ბარსელონაში გაიმართება.