დიდ დიღომში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – რა მოხდა ავთანდილის 6-ში

დიდ დიღომში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - რა მოხდა ავთანდილის 6-შიდიდ დიღომში, ავთანდილის 6 ნომერში, მრიცხველის მოპარვის მიზნით გაზის მილები გადაჭრეს, საიდანაც დიდი რაოდენობით გაზი მოედინებოდა.

ერთ-ერთმა მცხოვრებმა გაზის ძლიერი სუნი იგრძნო და ასე გადაარჩინა კორპუსი აფეთქებას.

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. იპარავენ გაზის მრიცხველებს ახალაშენებულ კორპუსში და შემდეგ ყიდიან ელიავაზე 110 ლარად.

“პალიტრავიდეო” მომხდართან დაკავშირებით, გაზის კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. მისი თქმით, სწრაფი რეაგირება რომ არ ყოფილიყო, დიდი რაოდენობით გაზი დაგროვდებოდა, რაც კორპუსის აფეთქებას გამოიწვევდა.

რეზონანსი