დიდი ავარია თელეთთან – 3 მიკროავტობუსი და 1 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა

დიდი ავარია თელეთთან - 3 მიკროავტობუსი და 1 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდაქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი