ედისონ კავანი ინტერში არ გადავა

პსჟ-ს ფორვარდი ედისონ კავანი ინტერში არ გადავა, რადგან პსჟ-მ და ინტერმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს. პსჟ კავანიში 60 მილიონს ითხოვდა და ინტერმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა.

სავარაუდოდ ურუგვაელი ფორვარდი პსჟ-ს მაინც დატოვებს, რადგან მას ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს, ამის მიზეზი კი ის არის რომ  მას ანაზღაურება არ გაუზარდეს.

კავანის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი იჩენენ და შესაძლოა ის პრემიერლიგაში აღმოჩნდეს.