ეკა გიგაური – “მიზანია სწორედ ის, რომ არაფერი კრიტიკული არ თქვათ ამ მთავრობაზე” 

ეკა გიგაური - "მიზანია სწორედ ის, რომ არაფერი კრიტიკული არ თქვათ ამ მთავრობაზე" არასამთავრობოები პაატა სალიას დღევანდელ განცხადებას კრიტიკულად აფასებენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურის თქმით, სარედაქციო პოლიტიკაზე მიცემული გარანტიები მხოლოდ ნათქვამ სიტყვებად დარჩა.

“ყველას გვახსოვს, რომ არხის ახალი მფლობელი საუბრობდა იმაზე, რომ შეეხებოდა მხოლოდ აღმასრულებელ დირექტორს და სხვას არავის. იგი ასევე საზოგადოებას გარანტიებს აძლევდა, რომ არ შეიცვლებოდა არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ განცხადებად დარჩა. ვხედავთ, რომ წამყვან თანამდებობებზე მყოფ ჟურნალისტებს, მაშინვე როგორც კი მოუნდა შეეხო, ეს ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ მას არ მოსწონს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არხზე არის. მიზანი ხომ არა ვინმეს სამართლიანობისა და უფლების აღდგენა იყო, მიზანი იყო სწორე დის რომ ამ არხს არ ჰქონოდა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ის ეჭვები გამართლდა რაც თავიდანვე გვქონდა და ცხადია, რომ არამხოლოდ ნოდართან, სხვებთანაც იქნება მსგავსი კომუნიკაცია და მიზანი იქნება სწორედ ის რომ არაფერი კრიტიკული არ თქვათ ამ მთავრობაზე. არ ისაუბროთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაზე, არ ისაუბროთ გამდიდრებულ ჩინოვნიკებზე და ა.შ” – აღნიშნა გიგაურმა.

ნიუპოსტი