ერნესტო ვალვერდე: ”კოუტინიო ჯერჯერობით ჩვენი ფეხბურთელია”

ერნესტო ვალვერდე: ”კოუტინიო ჯერჯერობით ჩვენი ფეხბურთელია”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ახალ ფეხბურთელებზე ისაუბრა და თქვა რომ ისინი გუნდს კარგად შეეწყვნენ. ვალვერდე კოუტინიოს თემასაც შეეხო და თქვა რომ ბრაზილიელი ბარსელონაში დარჩება:

”გრიზმანმა და დე იონგმა ნაპოლისთან კარგი შეხვედრა ჩაატარეს და ისინი სულ უფრო და უფრო მეტად ეწყობიან გუნდს, რაც სასიხარულოა. კოუტინიოს მცირე ტრავმა აწუხებს და მან ამიტომ გამოტოვა შეხვედრა. ის ჩვენი ფეხბურთელია და იმედი მაქვს რომ მომავალშიც ასე იქნება”.

ბოლო პერიოდში ხშირია საუბრები იმის შესახებ რომ კოუტინიო ბარსელონას დატოვებს და კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.