გარდაბანში 21 წლის კასუმ ოსმანოვს ეძებენ

გარდაბანში 21 წლის კასუმ ოსმანოვს ეძებენქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბანში 21 წლის მამაკაცს ეძებენ. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, კასუმ ოსმანოვი 8 დღის წინ გაუჩინარდა.

დაკარგულის ბიძა, ალიკა ბაირამოვა აცხადებს, რომ ყველგან მოიკითხეს, სადაც კი შეიძლებოდა თუმცა, ახალგაზრდის კვალს ვერ მიაგნეს. მისი თქმით, კასუმს არც კონფლიქტი ჰქონია ვინმესთან და არც რაიმე სხვა პრობლემა. მათ ბიჭის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მიმართეს თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.