გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მიწაზე, ქართველი პატიმარი, რომელიც მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა კვლავ დააკავეს.
37 წლის ვაჟა ბურჯანაძე მემინგენიდან 30 კილომეტრში დააკავეს, როცა ის ფეხით გადაადგილდებოდა.
სააგენტო DPA-ს ცნობით, გაქცეული პატიმრის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ადგილობრივმა მოსახლემ შეატყობინა.
მეორე პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
მემინგენის ციხიდან ორი პატიმარი, მათ შორის, ერთი ქართველი 4 აგვისტოს გაიქცა. გერმანული პოლიციის თანახმად, პატიმრები ციხის ეზოში სეირნობისთვის გამოყოფილ დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ.
ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იყო.

