გერმანული მედიის ინფორმაციით, ბავარიის რეგიონში მემინგენის ციხიდან გაქცეულ ქართველ პატიმარს 37 წლის ვაჟა ბურჯანაძეს ეძებენ.
მათივე ცნობით, ციხიდან ვაჟა ბურჯანაძესთან ერთად თურქი პატიმარი იმ დროს გაიქცა, როდესაც ისინი ეზოში სეირნობდნენ შემდეგ კი ღობეზე გადაძრომა მოახერხეს.
ბავარიის პოლიცია მოქალაქეებს სიფთხილისკენ მოუწოდებს. სამძებრო სამუშოებში ოპერაციაში ავიაციაცაა ჩართული.
კომენტარი საქართველოს შსს-შიც გააკეთეს.
„გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა პატიმართან ერთად, გაიქცა საქართველოს მოქალაქე. მას გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ნიუპოსტი

