გიგლა ბარამიძე – “ნინო სანდოძე ბადრი ბიწაძეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ასამართლებდა”

გიგლა ბარამიძე - "ნინო სანდოძე ბადრი ბიწაძეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ასამართლებდა",,ჩინჩალაძე-მურუსიძის ოდიოზური მოსამართლეთა კოჰორტას ემატება კიდევ ერთი მოსამართლე ნინო სანდოძე, რომელიც ერთერთი კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ ათკაციან სიაში”.შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფორსმაჟორულ ვითარებაში შეადგინა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციანი სია.

,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ

ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ გამოდის კოჰაბიტაციის ხიბლიდან.

,,ნაცვლად სამართლიანობის აღდგენისა ,,ქართული ოცნება” სისხლიანი რეჟიმის მოსამართლეების აღზევებითა და კომფორტულად მოწყობით არიან დაკავებულნი.

ნინო სანდოძე არის ,,ლეგენდა მოსამართლეებიდან” ერთერთი, რომელმაც სხვა ბევრ უსამართლო გადაწყვეტილებებთან ერთად 2011 წლის 26 მაისის საქმეზე გენერალი ბადრი ბიწაძის მიმართ პოლიტიკურად შეკვეთილი და ცინიკური გადაწყვეტილება გამოიტანა, კერძოდ ნინო სანდოძე ბადრი ბიწაძეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ასამართლებდა.

ჩვენ ,,ერთიანი საქართველო დემოკრატიული მიძრაობის” ლიდერებს თუ წევრებს არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა სწორედ 26 მაისს აქციაზე დარბეულთა სისხლის ფასად.

ამიტომ, უფლება გვაქვს უმკაცრესად მივმართოთ ხელისუფლებას არ დაუშვან მორიგი უსამართლობა.” – აცხადებს ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე.

ნიუპოსტი