გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა – ვიდეო

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა - ვიდეოშვედეთის ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილმა ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი, „გიოტებერგი“ „ჰელსინგბორგს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

23 წლის ქართველი ლეგიონერი „გიოტებორგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე მომენტების უმეტესობა მისი მონაწილეობით შეიქმნა. გიორგის თავის გამოჩენა პირველ ტაიმშიც შეეძლო: ორ მცველს შორის ეფექტურად გაძვრა, მაგრამ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა მეკარეს ვერ აჯობა. მეორე ტაიმში მის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ „ჰელსინგბორგი“ ისევ მეკარემ გადაარჩინა, მაგრამ 71-ე წუთზე მასპინძლებს მანაც ვერ უშველა: ხარაიშვილმა საჯარიმოს კუთხეში მცველი ცრუ მოძრაობით ეფექტურად ჩამოიშორა და კარის წინ ბურთი რობინ სოდერს ფაქტობრივად ფეხზე დაასვა – 1:1. მატჩის ბოლოს „გიოტებორგმა“ მეორეც გაიტანა და 2:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც შვედურ ლიგაში საუკეთესო შედეგია. 23 წლის ქართველი შემტევის სატრანსფერო ფასი ბოლო ნახევარ წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა და 1,1 მილიონი ევრო გახდა.

პირველი არხი