გიორგი მარგველაშვილი – “ჩემთვის გაუგებარია, შენი ცხოვრების მიზანი იყოს ის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს”

გიორგი მარგველაშვილი - “ჩემთვის გაუგებარია, შენი ცხოვრების მიზანი იყოს ის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს”„მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორჯერ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ადამიანმა თვითონ უნდა გაარკვიოს, შეწყალება გარკვეულწილად წყალობის გაღებაა, მე მიმაჩნია რომ ის ყველაზე მაღალ პოსტზე იყო და თვითონ უნდა გაარკვიოს ეს ყველაფერი და არა მე სააკაშვილი შევიწყალო. მოქალაქეობაზეც ხომ საუბრობდნენ, რომ მე წავართვი,მე არ წამირთმევია, ბუნებრივად პროცედურულად შეუწყდა, მაგრამ არ შევდივარ მათთან პოლემიკაში. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რატომ უნდა შევიდე პოლემიკაში. აღარ ვყოფილვარ მათთან პოლემიკაში 2012 წლიდან, რაც დავამარცხეთ, მანამდე ვიყავი, რომ დავამარცხე აღარ იყო ჩემთვის აქტუალური მათთან ეს საუბარი. ალბათ, პრესა 9 წელიწადი ისე დააშინა, რომ დღემდე ვერ გამოვიდნენ ამ სტრესიდან, ამის გააზრებაში ვერ შევალ, არ არის ეს ჩემთვის გასაგები, შენი ცხოვრების მიზანი იყოს, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს. გინდა დაბრუნდეს, გინდა არა“, – განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.