კინომცოდნე გოგი გვახარია გაზეთ „ალიას“ სასამართლოში უჩივის. ის მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 9 ათასი ლარს ითხოვს.
საქმე ეხება სტატიას, რომელიც გოგი გვახარია ბაბუას ეხებოდა. სტატია სათაურით „ რა უამბეს ილიას გოგი გვახარიას ბაბუაზე?“ დაიბეჭდა. ტექსტს თან გვახარიას ფოტოც ერთვოდა.
კინომცოდნეს ადვოკატის ინფორმაციით, ბაბუასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რითაც ზიანი მიადგა გოგი გვახარიას ღირსებას და მის საქმიან რეპუტაციას.
„ინფორმაცია არის არსებითად არასწორი, გარკვეულწილად როგორც გოგისთან მიმართებაში, ბაბუასთან მიმართებაში აბსოლუტურად. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არასწორ ინფორმაციასთან ერთად განცხადების ტექსტი კონტექსტუალურად არის გარკვეულწილად ღირსების შემლახველი. გოგისთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებიათ, რა თქმა უნდა, ანუ არსად ინფორმაცია არ გადამოწმებულა, ვთქვათ, ადეკვატურ წყაროსთან, ვისაც შეიძლებოდა რაიმე შეხება ჰქონოდა ამ ადამიანებთან. ვითხოვთ მათთვის დავალებას იმისას, რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია უარყონ დ ასევე, მორალური ზიანის სახით ვითხოვთ 9 000 ლარის დაკისრებას გაზეთ „ალიასთვის.“
რუსთავი 2

