გონიოში კაცი შტორმში ზღვაში შევიდა და დაიხრჩო – ვიდეო

გონიოში ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ის ოთხბალიანი შტორმის მიუხედავად ზღვაში შევიდა.

მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.
იმედინიუსი

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი