გორში 17 წლის ბიჭი მოტოციკლით სასაფლაოს მაგიდას შეეჯახა და დაიღუპა

გორში 17 წლის ბიჭი მოტოციკლით სასაფლაოს მაგიდას შეეჯახა და დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტში.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, სოფელ კარბში არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც მოტოციკლს მართავდა, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგიდას შეეჯახა.

დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია “გორმედში” ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოზარდი გარდაიცვალა.

გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.