გულგულაში 11 წლის მოზარდი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო

გულგულაში 11 წლის მოზარდი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩოთელავის რაიონის სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო. მაშველებმა ბავშვის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმების თქმით, მოზარდი თითქმის 2 საათის გარდაცვლილი იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც მერის წარმომადგენელი აცხადებს, სოფლიდან საბანაოდ არხზე 3 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, მაშველებმა ბიჭი უკვე გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

რუსთავი 2