ია კიწმარიშვილი რუსთავი 2-ის 30%-ს ითხოვს

ია კიწმარიშვილი რუსთავი 2-ის 30%-ს ითხოვსჩვენ ვთვლით, რომ „რუსთავი 2“-ის წილის შესახებ დავა ნიშნავს იმ წილის შესახებ დავას, რომელიც ჰქონდა განსვენებულ ჩემს ძმას – ეს არის „რუსთავი 2“-ის 30%“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა „ინტერპრენიუსს“ განუცხადა.

„ია კიწმარიშვილი და ჩვენ ვთვლით, რომ „რუსთავი 2“-ის წილის შესახებ დავა, ნიშნავს იმ წილის შესახებ დავას, რომელიც ჰქონდა განსვენებულ ჩემს ძმას – ეს არის 30 % „რუსთავი 2“-ის. რამდენადაც ვიცი ამ პროცენტზეა საუბარი. ია ყოველთვის ამბობს, რომ რაც გვეკუთვნოდა, ის იქნება მოთხოვნილი. მაშინდელი ეს პროცენტული მაჩვენებლი იყო – 30%“, – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი, ამ ეტაპზე იურისტებთან გადის კონსულტაციებს და ის „რუსთავი 2“-ის წილთან დაკავშირებით თავის პრეტენზიებს, კონსულტაციების დასრულების შემდეგ დააფიქსირებს.

„დღესდღეობით ია კიწმარიშვილი კონსულტაციებს გადის იურისტებთან და ის თვლის, რომ მას აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი და მეც მაქვს მათ შორის. ია ამის შესახებ გადის კონსულტაციებს და სავარაუდოდ, დააფიქსირებს თავის პრეტენზიებს „რუსთავი 2“ -ის წილთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

კითხვაზე, ია კიწმარიშვილი საბოლოოდ რა სახით დააფიქსირებს თავის პრეტენზიებს, ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა:

„ეს კონსულტაციები სწორედს ამიტომ მიმდინარეობს, რომ განისაზღვროს მოქმედების გეგმა და ამის შემდეგ გაცხადდება კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები. ია კიწმარიშვილი ბოლო დროინდელ მოქმედებებს აკვირდება და თვლის, რომ მას აქვს ეს უფლება და ის ამ უფლების გამოყენება აპირებს, როგორც „რუსთავი 2“-ის 30 %-იანი წილის მფლობელის სამართალმემკვიდრე“, – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

“ია კიწმარიშვილი რუსთავი 2-თვის ბრძოლას თუ დაიწყებს, გვერდში დავუდგები”