იოჰან ბოსკამპმა დინამო-ფეიენოორდის დაპირისპირებაზე ისაუბრა

იოჰან ბოსკამპმა დინამო-ფეიენოორდის დაპირისპირებაზე ისაუბრათბილისის დინამოს ყოფილმა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა დინამოს და ფეიენოორდის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა რომ ფეიენოორდს არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა დინამო უშანსოდ არ არის:

”დინამოში 6 თვე ვიმუშავე და ეს დრო საოცრად კარგად მახსენდება. ვფიქრობ ფეიენოორდს არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ასე მეგონა ტრენჩინთანაც და საბოლოოდ ამ გუნდმა ფეიენოორდი გამოაგდო. ფეხბურთში ყველაფერი ხდება”.

იოჰან ბოსკამპი დინამოს 1999 წელს წვრთნიდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაციც გახდა.