იყალთოში მანქანა ხეს შეეჯახა – დაშავდა 2 მამაკაცი

იყალთოში მანქანა ხეს შეეჯახა - დაშავდა 2 მამაკაცითელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ იყალთოში მსუბუქი მანქანა ხეს შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი. მათგან ერთს ადგილზე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, 19 წლის ბიჭი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.