იურისტმა თედ ჯონასმა ლევან ვასაძეს პროკურატურაში უჩივლა – “მან დაარღვია კოდექსის 14 მუხლი”

იურისტმა თედ ჯონასმა ლევან ვასაძეს პროკურატურაში უჩივლა - "მან დაარღვია კოდექსის 14 მუხლი"იურისტი თედ ჯონასი ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს.

თედ ჯონასი თვლის, რომ „ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა  ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები; და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა”.

„ნუთუ საქართველოს პროკურატურას უბრალოდ არ ძალუძს აწარმოოს გამოძიება დროულად და კომპეტენტურად? სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია?” – აცხადებს თავის წერილში თედ ჯონასი.

თედ ჯონასი ვასაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შსს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ს საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან.

ლიბერალი