იუვენტუსმა დიბალას გაყიდვაზე უარი თქვა

იუვენტუსმა დიბალას გაყიდვაზე უარი თქვაპაულო დიბალა შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს, რადგან ტურინულმა გუნდმა მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. დიბალას შეძენა ყველაზე მეტად ტოტენჰემს სურდა, რომელიც მზად იყო ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაეხადა, მაგრამ იუვენტუსმა უარი თქვა.

გარდა ამისა, თვითონ დიბალას ინგლისში თამაში არ სურს, ამიტომ სავარაუდოდ ის იუვენტუსში დარჩება. იუვენტუსს ასევე არ დატოვებს მარიო მანჯუკიჩი, რომლის შეძენაც მანჩესტერ იუნაიტედს სურდა.