„ივანიშვილო, აიღეთ პასუხისმგებლობა… ჩვენ დავიცავთ ყველა პოლიტპატიმარს და დაშავებულს!” 

„ივანიშვილო, აიღეთ პასუხისმგებლობა... ჩვენ დავიცავთ ყველა პოლიტპატიმარს და დაშავებულს!" “გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოტე კემულარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგი გამართა. კემულარიამ ახალი მოძრაობის დაწყებაა დააანონსა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულ პატიმრებს და დაშავებულებს დაიცავს.

“ძალიან სახიფათო დროში ვცხოვრობთ და შევდივართ უკვე ისეთ წერტილში, საიდანაც გამოსვლა იქნება ძალიამ მძიმე. გუშინ მოვისმინეთ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნები, რომ ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა ნდობა იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც აწარმოებს 19 ახალგაზრდის მიმართ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებზე რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები, ვერ მოიპოვა ირაკლი ოქრუაშვილის რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ვერ მ მოიპოვა ნიკა მელიას მიმართ, რომელიც უკანონოდ არის გამოწყდვეული სახლში გამოგონილი ბრალდებით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება და ამის დასკვნაც დაიდო, ამას სწავლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენ დღეს ამას ვაანონსებთ, დღეს აქ იმყოფება დედა, რომელიც იცავს თავის შვილს, იცავს სხვის შვილებს და იცავს თქვენ შვილებს, ასეთი დედები გადაარჩენენ საქართველოს ძალადობისგან და რეპრესიისგან, ვინაიდან ეს ახალგაზრდა არის უდანაშაულო, როგორებიც არიან იქ დაკავებულები და რომელთაც წამოიწყეს ახალი ეროვნული მოძრაობა, რათა რუსეთის ოკუპაციისგან დაგვიცვან და დაიცვან საქართველო, ასეთი რეპრესიებისგან მომვალში და ასეთი ახალგაზრდები პატიმრები არიან.

ჩემ გვერდით არის ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი ადვოკატი ვახტანგ იაშვილი, რომელიც ასევე ძალიან მამაცურად იბრძვის იმისათვის ყველას უფლებები არამარტო თავლიანის არამედ ყველა, ვინც არის პატიმარი. მე კოტე კემულარია ვაძლევ ყველას პირობას მე ჩავუდგები სათავეში მოძრაობას, რასაც დღეს ვიწყებთ ეს არის ზეპარტიული არაპოლიტიკური, ჩვენ ყველა თანამოაზრე გვყავს ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებთანაც კონსულტაციები გვაქვს აქ არის ბაჩუკი ქარდავა, მამუკა ღლონტი და ჩათვალეთ, რომ ყველანი აქ არიან და სხვა ოფისებშიც გავმართავთ შეხვედრებს და იქაც ვიტყვით ყველაფერს.

ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას დასაცავად, დავიცავთ ყველა პატიმარს, დასახიჩრებულებს, რომლებსაც აშინებენ, რომ არ მიმართონ ექსპერტიზას ყველას დავუკავშირდებით და გავუწევთ კონსულტაციებს უანგაროდ, დავეხმარებით რომ მიიღონ კონპენსაცი რაც მათ ეკუთვნით და მათ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს რათა ეს არ დავტოვოთ დაუსჯელი თორემ მომავალში კიდევ განმეორდება ბატონებო ასეთი უბედურება. მთავრობამ დაგვიანონსა ცვლილებები და მოიყვანენ სირაძეებს, რომლებმაც პარლამენტის წინ იძალადეს აქციის მონაწილეებზე, სისხლი დაღვარეს და დღეს აწინაურებენ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ოცნება ვის დასვამს იმ სავარძელში და გაგრძელდება ეს რეპრესიები.

მე ვიცი, რომ ისინი საგანგებო მდგომარეობაში არიან საფუძველი მზადდება იმისთვის, რომ ვიცხოვროთ საშინელ ეპოქაში, ავიცლოთ ეს ყველაფერი. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს გამოდით და აღიარეთ, რომ თქვენი გაკეთებულია და აიღეთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობა როგორც ლიდერმა და უბედურებამ ამ პარტიის, რომელიც მოიყვანეთ და გვამშვიდებდით, რომ საუკეთესო მთავრობა იქნებოდა. გამოდით და თქვით, რომ ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ ციხეებიდან, შეწყვეტთ რეპრესიას და ჩატარდება არჩევნები საქართველოში, რათა ხალხმა ამოისუნთქოს და ხალხს საშველი ჰქონდეს, ბატონო ბიძინა თქვენ უნდა გამოხვიდეთ და ეს თქვათ, თორემ დაამთავრებთ ძალიან ცუდად” – განაცხადა კოტე კემულარიამ.

გურამ ჩალაგაშვილის თქმით, მოძრაობა ყველა პატიმარს დაიცავს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პოლიტმრები არიან.

“სად ვცხოვრობთ, მგონი, ყველასთვის ცნობილია, აქ ვდგავართ ადამიანები, რომლებმაც მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ყოველგვარი პარტიული, ვიწროინტერესების გარეშე მოძრაობა, რომელსაც ჰქვია 20 ივნისის პოლიტპატიმრები. მინდა, მივმართო ყველა მოქალაქეს, ემიგრანტს, ჩვენო ძმებო და ჩვენო დებო, გვერდის თითო ლაიქი, რომელიც ამ მოძრაობისთვის შეიქმნა, თითოეული თქვენთაგანის ხელმოწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე, ჩვენ 100.000 ადამიანი ვიქნებით, აი, ამ გამწარებული მშობლების და ადამიანების გადამრჩენელები და დავუდგებით გვერდით, ამ გაერთიანების მეშვეობით ძალიან მალე დანარჩენ ადამიანებს, დაწყებული კობა კოშაძით გაგრძელებული ბესიკ თამლიანით და დასრულებული ნიკა მელიათი და ირაკლი ოქრუაშვილით ვიხილავთ გარეთ.

ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები პირადი, პატიმრები და ივანიშვილი ძალიან მალე მოეგება გონს, ამაში დარწმუნებულები ვართ და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებს იმას, რისი სურვილიც მას დიდად არ გააჩნია” – აღნიშნა ჩალაგაშვილმა.
 ნიუპოსტი