ხანძარი გალერია თბილისში

ხანძარი გალერია თბილისში15 აგვისტოს საღამოს სავაჭრო ცენტრიდან „გალერია თბილისი“ ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი არ ფიქსირდება, თუმცა უსაფრთხოების გამო შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მაინც განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, შეინიშნებოდა დაკვამლიანება, რაც სავარაუდოდ გამწოვმა გამოიწვია.

მოგვიანებით მცირე ხანძარი, რასაც დაკვამლიანება მოჰყვა, ჩააქრეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა და ზარალიც, ფაქტობრივად, არ არის.

“დაახლოებით 23:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ “გალერია თბილისში” იყო ძლიერი დაკვამლიანება. დაახლოებით 4-5 წუთში ადგილზე 8 სახანძრო და სამშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. განხორციელდა ხალხის დროული ევაკუაცია. დაშავებული არავინ არ არის. სავარაუდოდ, ცეცხლი გამწოვს გაუჩნდა. ამ დროისთვის კი ხანძარი ლიკვიდირებულია. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალები რჩებიან. რაც შეეხება ზიანს, დაზიანებული, გარდა აღნიშნული გამწოვისა, არაფერი არ არის“, – განაცხადა კერესელიძემ.

როგორც “გალერია თბილისის” დირექტორმა ნიკა ცინცაძემ ჟურნალისტებს აცნობა, ობიექტი მუშაობას ხვალ ჩვეულ რეჟიმში განაახლებს