ხანძარი ოდესის სასტუმრო ტოკიო სტარში – 8 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა

ხანძარი ოდესის სასტუმრო ტოკიო სტარში - 8 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდახანძარს ოდესის სასტუმროში 8 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით სასტუმრო ”ტოკიო სტარის” სამრეცხაო ოთახში გაჩნდა.

დაღუპულთა გარდა, დაშავდა 10 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე 60-ზე მეტი მეხანძრე და 13 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ლიკვიდაციას სამაშველო ჯგუფმა 3 საათი მოანდომა. ამ პერიოდში შენობიდან 130-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.