ხანძარს ამაზონის ტყეებში ბრაზილია ვერ ჩააქრობს

ხანძარს ამაზონის ტყეებში ბრაზილია ვერ ჩააქრობსბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის. ბოლსონარუმ ეს განცხადება ვიდეომიმართვის სახით „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლება ამჟამად ხანძრების გაჩენის მიზეზებს იკვლევს.

ხანძარი უკვე სამ კვირაზე მეტია გრძელდება. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ამაზონის ტყებში ხანძრის ფართობი 82 პროცენტით აღემატება იმ ტერიტორიას, სადაც შარშან იყო ხანძარი.

ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. ამის შესახებ ჟაირ ბოლსონარუმ ერთ-ერთ ბრაზილიურ ტელეარხზე განაცხადა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გზით მთავრობას დივერსიას უწყობენ, მიზეზად კი მათ მიმართ დაფინანსების შემცირებას ასახელებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები საპასუხოდ აცხადებენ, რომ ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენის მიზანი ხელისუფლები პოლიტიკაა, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ გლეხებს და ხის მჭრელებს მოუწოდა, მიწა ამ გზით გაწმინდონ.