ხაშურში საზამთროს გამყიდველი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ხაშურში საზამთროს გამყიდველი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავესხაშური-ბორჯომის გზაზე, ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა საზამთროს გამყიდველი დააკავეს, რომელსაც  ნარკოტიკის დამზადება, შეძენა, შენახვას ედავებიან.

როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით ექმუქრება.

ქართლი.გე